ვულოცავ ყველას, ვინც დღეს შობის დღესასწაულს ზეიმობს! - პრეზიდენტი

25.12.22 10:12
ვულოცავ ყველას, ვინც დღეს შობის დღესასწაულს ზეიმობს!  - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი კათოლიკური ეკლესიის მრევლს შობას ულოცავს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. 

ვულოცავ ყველას, ვინც დღეს შობის დღესასწაულს ზეიმობს! საქართველოში კონფესიათა სიმრავლე და მათი მშვიდობიანი თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია საამაყოა ჩვენი ქვეყნისათვის.

ვუერთდები საქართველოში არსებული სხვადასხვა ქრისტიანული ეკლესიის მრევლის, ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი, ღირსეული ნაწილის სიხარულსა და საზეიმო განწყობას, რომელიც მუდამ თან ახლავს ქრისტესშობის დღესასწაულს. ვუსურვებ ჯანმრთელობას, სიხარულსა და კეთილდღეობას! - აღნიშნულია პრეზიდენტის მილოცვაში.