თუ სასამართლო პროცესები გახანგრძლივდება, ეს სააკაშვილის განგრძობითი წამება იქნება - ჯიშკარიანი

25.12.22 11:25
თუ სასამართლო პროცესები გახანგრძლივდება, ეს სააკაშვილის განგრძობითი წამება იქნება - ჯიშკარიანი

ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესები ყოველდღიურ რეჟიმში უნდა წარიმართოს, რადგან მისი გახანგრძლივეა ისედაც დაუძლურებული პრეზიდენტისთვის განგრძობით იწამება იქნება. 

ეს უნდა ჩატარდეს ფორსირებულად, პრაქტიკულად, ყოველდღე და აი, ის  ბადრაგები და რაღაცა ზედმეტი მოწმეები, რომლებიც არაფერ შუაში არ არიან სამედიცინო დიაგნოსტიკასთან, ასეთი ხალხი უნდა ამოღებული იქნას მოქმეების სიიდან. ყოველი წუთი და წამი კიდევ უფრო აზიანებს მის ჯანმრთელობას მდგომარეობას. ასე რომ, მე რომ მკითხოთ, ეს არის გაგრძობითი წამება თუკი გაგრძელდება და გახანგრძლივდება სასამართლო პროცესები, - თქვა ჯიშკარიანმა.