სიკვდილმისჯილსაც კი ჯერ განკურნავენ და განაჩენს შემდეგ აღასრულებენ - ვაჟა გაფრინდაშვილი

25.12.22 12:10
სიკვდილმისჯილსაც კი  ჯერ განკურნავენ და განაჩენს შემდეგ აღასრულებენ - ვაჟა გაფრინდაშვილი

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად ერთადერთი უმოკლესი გზა პრეზიდენტის შეწყალებაა. მედიკოსის თქმით, მსოფლიოში სიკვდილმისჯილებსაც კი, თუკი მათ სასიკვდილო დაავადება აქვს, ჯერ კურნავენ და განაჩენს შემდეგ აღასრულებენ.

ეს არის ერთადერთი და უმოკლესი გზა, რათა მოხდეს ადამიანის გადარჩენა. ქალბატონ სალომეს ძუეძლია შეწყაკებით გაათავისუფლოს ბატონი მიხეილ სააკაშვილი და მტავორბას შემიძლია ვითხრა, რომ მათ კიდევ ბევრი სხვა საქმე აქვს ძიებაში და მერე შეუძლია ამს აქმეებზე მომავალში კიდევმ ვთქვათ, რაღაც სასჯელი მიუსაჯოს. ასე რომ, მთავარია, ჯერ ადამიანი გადარჩეს. მთელ მსოფლიოში მიღებულია, რომ სიკვდილმისჯილსაც თუ სასიკვდილო დაავადება აქვს, ჯერ მოარჩინონ და სიკვდილით დასჯა მერე აღასრულონ, - თქვა გაფრინდაშვილმა. 

მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად ახალი გაერთიანება გუშინ ჩამოყალიბდა. წევრებს შორის  პირველი ოფიციალური შეხვედრა გუშინვე გაიმართა პრეზიდენტის სახელზე პირველი წერილებიც დაიწერა. ათონელის რეზიდენციაში გასაგზავნად წერილები ექიმებმა, მწერლებმა და იურისტებმა დაწერეს, მათ შორის, მოსამართლე დავით ჯუღელმა, რომელმაცსაზოგადოებას თავი ე.წ. კაბელების საქმით დაამახსოვრა. 

უკვე არსებობს გეგმაც, რომელსაც გაერთიანების წევრები მოქალაქეებთან ერტად მიხეილ სააკაშვილის გადასარცენად მიჰყვებიან.