დანაწევრებული და ორმოში ჩაყრილი ცხედრები - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია

25.12.22 13:06
დანაწევრებული და ორმოში ჩაყრილი ცხედრები - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია

განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული ცოლ-ქმარი - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია.

ირკვევა, რომ მკვლელობაში ბრალდებული სომხეთის მოქალაქეა, რომელმაც ცოლ-ქმარი სახლიდან მოტყუებით გაიყვანა, შემდეგ კი თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელ გზაზე სასტიკი მეთოდებით გაუსწორდა.

ცნობილია, რომ  დიანა ბუჩუკურს და მის ინდუს მეუღლეს ჩეთან კალის ავტომობილების ბიზნესი ჰქონდათ. სწორედ მათთან თანამშრომლობდა მკვლელობაში ბრალდებულიც, რომელსაც ბიზნესში ჩართულ ცოლ-ქმართან ფინანსური დავა წარმოეშვა. 

ირკვევა, ისიც, რომ ბრალდებული წარსულში ნასამართლევი იყო.

მოკლული დიანა ბუჩუკურის დედა დარწმუნებულია, რომ მკვლელობისთვის დაკავებული სომხეთის მოქალაქე დანაშაულს მარტო ვერ ჩაიდენდა და მას თანამზრახველი ჰყავდა.  ოჯახი შსს-ს საქმის ბოლომდე გამოძიებას სთხოვს.

ჩემი შვილები და ჩემი ცხოვრების იმედები როგორ სადისტურად მომიკლეს... წინასწარ ჰქონდა შემზადებული ადგილი მოსაკლავად. წაიყვანა მოტყუებით ღამით, გადაიყვანა მანქანიდან. შეიძლება ვიღაცა ჰყავდა კიდევ სხვები...ერთი როგორ მოკლავდა ამ ორს ასეთი წამებით? სადისტურად არიან მოკლულები, დანები აქვთ დარტყმულის გულში და ვინ იცის, რამდენ ადგილზე. უზარმზარი ქვები ჰქონდა გამზადებულიდა  დამარხა ამ ქვებში, - ამბობს დიანა ბუჩუკურის დედა. 

შემთხვეა 19 დეკემბერს თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელ მონაკვეთზე მოხდა.ოჯახი გაუჩინარებულ ცოლ-ქმარს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა. საბოლოოდ, პოლიციამ მათ უკაცრიელ ადგილზე მიაგნო. ცხედრები იმდენად დანაწევრებული იყო, რომ მათი ამოცნობა პირადი ნივთებით მოხერხდა.