საბჭოთა კავშირში ამერიკის სიყვარული არ იკრძალებოდა ისე, როგორც დღეს სამშობლოს სიყვარული - გიული ალასანია
მიხეილ სააკაშვილი დამძიმდა. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ მესამე პრეზიდენტის პალატიდან გიული ალასანიამ გამოიტანა. მისი თქმით, სააკაშვილს ძლიერი სუსტის გარდა ხველაც აღენიშნება.
მესამე პრეზიდენტის დედა ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის სამშობლოს სიყვარულისთვის ისჯება.
საშინელი სისუსტე აქვს, ნერვული სისტემა აბსოლუტურად დანგრეული... ყოველ შემოსვლაზე უფრო მძიმდება, ვიდრე წინა ნახვაზე. აი, ასეთია მდგომარეობა.
დასკვნა არსებობს და ის არის რეალური, რაც შეეხება სამხარაულს, მაგათ საიტზე, ისევ გავიმეორებ, უწერიათ, რომ მძიმე მეტალებთან ეს ხალხი არ მუშაობს. აქ საქმე გვაქვს მძიმე მეტალებთან, ამიტომ გამორიცხულია ამაზე ლაპარაკი.
რა მაკვირვებს იცით ყველაზე ძალიან? მე ცხოვრების დიდი ნაწილი გავატარე საბჭოთა კავშირში, საბჭოთა სისტემაში. მაშინაც კი, რომ მახსოვს, ამერიკის სიყვარული არ იყო ისე აკრძალული, როგორც ახლა, დღეს ჩვენს ქვეყანაში არის სამშობლოს სიყვარული აკრძალული. აი, მაგალითი გვაქვს, - თქვა ალასანიამ.