"მანიპულაცია" - "ოცნებას" სააკაშვილის უმძიმესი მდგომარეობის ისევ არ სჯერა
მიხეილ სააკაშვილის უმძიმესი მდგომარეობის "ქართულ ოცნებას" ისევ არ სჯერა. პარლამენტის თავმდჯომარე შალვა პაპუაშვილი ეჭვქვეშ აყენებს მესამე პრეზიდენტის მოწამვლასაც და უცხოელი ექსპერტების დასკვნასაც.
ამ ყველაფერში თან უნდათ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები, სხვადასხვა დაწესებულებების მიმართ ნდობა შეარყიონ. არადა, ტავად ეს ადვოკატები, რომლებიც ჩართულები არიან, დარწმუნებული ვარ, თავისი პროფესიული კარიერის განმავლობაში მრავალჯერ მიუმართავთ სამხარაული ბიუროსთვის და მრავალჯერ მათ ექსპერტიზაზე დაყრდნობით პროცესები უწარმოებიათ.
რაც შეეხება მოწამვლას, ჩვენ ვნახეთ, რომ დილით ამბობენ, რომ მოწამლეს, იგივე ადვოკატი, საღამოს უარყოფს, რომ „არა, არ მოწამლეს“. დილით ამბობს მისი რომელიმე მეგობარი, ან იქნება სტატია თუ რეპორტაჟი ამა თუ იმ ტელევიზიაში, რომ ის მოწამლეს, საღამოს თავად სააკაშვილი ამბობს, რომ ის არავინ არ მოწამლა. წარმოდგენილი რაღაც დასკვნები, რომლებიც მარავალათასიან გვერდზეა თითქოს, შინაარს არ აცნობენ საზოგადოებას. პირდაპირ მანიპულაცია იყო, იმ ანალიზში, როდესაც მითითებული იყო რაღაც მაჩვენებლი და არ იყო მითითებული, რა ითვლებოდა ზედა და ქვედა ზღვრად, - ამბობს პაპუაშვილი.