"არაკომპეტენტურები და მერკანტილურები" - გახარიას შემდეგ "ოცნების" ლიდერებს ბერდია სიჭინავა აკრიტიკებს
გიორგი გახარიას შემდეგ ხელისუფლებას "საქართველოსთვის" წევრებიც აკრიტიკებენ. ბერდია სიჭინავა მმართველი გუნდის ლიდერებს მარიონეტება მოიხსენიებს და ამბობს, რომ ისინი ივანიშვილის პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ.
ადამიანები, რომლებიც დღეს ხელისუფლებას მართავენ, არიან მარიონეტები, რომლებიც იმართებიან კონკრეტულად ერთი ადამიანის მხრიდან და ეს ადამიანები თავიანთი არაკომპეტენტურობით და თავიანთი მერკანტილური ინტერესებით და თავიანთი ბოსის მერკანტილური ინტერესებით მოქმედებენ და შესაბამისად, ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსს უქმნიან საფრთხეს. რაც არ უნდა მცდელობები ჰქონდეს იმისი, რომ წინ ამოიფაროს მმართველი პარტიის თავმდჯომარე კობახიძე და საქართველოს მთავორბის მეთაური ბატონი ღარიბაშვილი, ყველამ კარგად ვიცით, რომ გადაწყვეტილებების უკან დგას ბატონი ივანიშვილი, - ამბობს სიჭინავა.
ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ მმართველი გუნდის წევრებს კომპეტენცია დაიუწუნა და თქვა, რომ პოსტების იქით, ისინი 500 ლარიან სამსახურებსაც კი ვერ იშოვიან.