სააკაშვილი სიკვდილსმისჯილი არ არის და მას მკურნალობის უფლება აქვს - მეუფე ნიკოლოზი

25.12.22 15:44
სააკაშვილი სიკვდილსმისჯილი არ არის და მას მკურნალობის უფლება აქვს - მეუფე ნიკოლოზი

სააკაშვილი სიკვდილსმისჯილი არ არის და მას მკურნალობის უფლება აქვს, - ამის შესახებ  მეუფე ნიკოლოზმა საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა. მიტროპოლიტის თქმით, საზოგადოებამ ხელისუფლებას  გადაწყვეტილება უნდა გაუადვილოს და მესამე პრეზიდენტის შეწყალება უნდა მოითხოვოს. 

არცერთ სასამართლოს, არცერთ ადამიანს, მე არ გამიგია, რომ არცერთ მოსამართლეს, მისთვის სიკვდილი არ მიუსჯია. სიკვდილით დასჯა გაუქმებული კია ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ არ მიუსჯია არავის, არც სამუდამო პატიმრობა და ე.ი. მე მხოლოდ ამას ვამბობ, რომ ის არ არის სიკვდილსმისჯილი და მას აქვს უფლება იმკურნალოს და თუ აქ, ამ ქვეყანაშ ეს არ ხერხდება, ეს მოხდეს უცხოეთში და აუცილებლად უნდა მოხდეს ეს უცხოეთში. თუ რიგითი ადამიანები, სათითაოდ, მიიღებს ყველა ამ გადაწყვეტილებას, რომ შეიწყალონ ადამიანი, რაც დღეს რალურია აბსოლუტურად, მაშინ მმართველ გუნდს გავუადვილებთ ამ ამოცანას, - თქვა სასულიერო პირმა.