"ქალბატონ პრეზიდენტს მივმართავ, გადაურჩინოს საქართველოს ღირსება" - სააკაშვილის მხარდამჭერი კამპანია გორში

25.12.22 16:17
"ქალბატონ პრეზიდენტს მივმართავ,  გადაურჩინოს საქართველოს ღირსება" - სააკაშვილის მხარდამჭერი კამპანია გორში

მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად კამპანია გრძელდება. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის. სოფო ჯაფარიძის და მისი თანამოაზრეების შემდეგ გაჩერება გორი იყო. შიდა ქართლის  ცენტრში მოსახლოებამ სალომე ზურაბიშვილისთვის გასაგზავნი ასობით წერილი დაწერა, სადაც ისინი მოქმედ პრეზიდენტს მესამე პრეზიდენტის შეწყალებას სთხოვენ. 

მოსახლეობა ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ბოლო კადრებით, რომელიც "ვივა-მედიდან" გავრცელდა, შეშფოთებულები და შოკირრებულები არიან.

სალომე ზურაბიშვილს მივმართავ, რომ გამოიჩინოს თავისი ჰუმანურობა, თავისი მოვალოება, რაც შეუძლია თვითონ, რომ ნამდვილად შეუძლია ასეთი რამე გამოსცეს, გაათავისუფლოს ჩვენი მესამე პრზიდენტი, რათა შევუნარჩუნოთ სიცოცხლე, - ამბობს ადგილობრივი. 

კიდევ ერთმა ადგილობრივმა კი პრეზიდენტს მოუწოდა, მესამე პრეზიდენტის გადარჩენით,  საქართველოს ღირსება გადაარჩინოს. 

ქალბატონ პრეზიდენტს მივმართავ როგორც ქალი, როგორც დედა, ვთხოვ, რომ გადაარჩინოს. გადაურჩინოს შვილი დედას და გადაურჩინოს საქართველოს ღირსება, - თქვა მოქალაქემ.