თავგანწირვის და შეუპოვრობის მაგალითი... სწორედ ეს მიგვიყვანს გამარჯვებამდე - ნიკა მელია ანი წითლიძეზე
"ნაციონალური მოძრაობის" თავმდჯომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში თანაგუნდელს, მოშიმშილე დეპუტატ ანი წითლიძეს ამხნევებს. ოპოზიციონერი ლიდერი წერს, რომ წითლიძე თავგანწირვის და შეუპოვრობის მაგალითია, რომელიც გამარჯვების გარანტიაა.
ვამაყობ, რომ თანამებრძოლები ვართ.
მეფიქრება, მედარდება და გულწრფელად ვნერვიულობ ანას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
მიუხედავად ამ ყველაფრისა,
სწორედ პირადი თავგანწირვის მაგალითის ჩვენება, შეუგუებლობა და შეუპოვრობა ხდის პოლიტიკოსს ლიდერად.
სწორედ ესაა ხასიათი, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს გამარჯვებამდე, - წერს პოლიტიკოსი.