სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს ქვეყნის პირველი პირებიც არ ენდობიან - ანა აბაშიძე
სახალხო დამცველობის კანდიდატი ანა აბაშიძე ამბობს, რომ სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს თავად ქვეყნის პირველი პირებიც არ ენდობიან. აბაშიძე ექსპრემიერის შემთხვევას იხსენებს, როდესაც მან თანამდებობიდან წავლის შემდეგ სამხარაულის ბიუროს უნდობლობა გამოუცხადა.
ჩემთვის იყო შემაძრწუნებელი, როდესაც ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გახარიას ვგულისხმობ, პირდაპირ თქვა თანამდებობიდან გადადგომის შემდგომ, რომ თავად არ ენდობოდა იმ ექსპერტიზის ბიუროს, რომლის გამოყენებითაც უამრავი საქმე თავად აქვს ნაწარმოები. ქვეყნის პირველი პირები თავად არ ენდობიან იმ დაწესებულებას, რომელზეც თქვენ მეკითხებით. ამიტომ ყველა შეკითხვა, გარდა იმისა, მის ხელმძღვანელს აქვს თუ არა კავშირი მოქმედ პრემიერ-მინისტრთან, მანამდეც არსებობდა უამრავი შეკითხვები. მე პირადა ვისურვებდი, რომ ამ შეკითხვების მიღმა ჩატარებულიყო ექსპერტიზა, - თქვა აბაშიძემ.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, მამუკა ჯანგულაშვილი სახელმწიფო ექსპერტიზის შეფად პირადად ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის 10 მარტს დანიშნა .
ის წლების განმავლობაში იყო ფინანსთა სამინისტროში წამყვან თანამდებობებზე.
სახელმწიფო ექსპერტიზის ყოფილი შეფი ლერი ბარნაბიშვილი კი პრემიერმა საკუთარ ადმინისტრაციაში წაიყვანა.
ორივეს მათგანს ახლო კავშირი აქვს ირაკლი ღარიბაშვილთან და ისინი პრემიერი ნდობით აღჭურვილი პირები არიან.
ასევე "შაბათის ეთერმა" გაარკვია, რომ მამუკა ჯანგულაშვილს ახლო კავშირი აქვს ივანიშვილის არაფრომალური მმართველობის შემნარჩუნებელთან და ბერა ივანიშვილის ახლო მეგობარ ოთარ ფარცხალაძესთან.