ვაპირებ შევიდე ნიკა მელიასთან - მამუკა ხაზარაძე

30.04.21 13:38
ვაპირებ შევიდე ნიკა მელიასთან - მამუკა ხაზარაძე

„ლელოს ლიდერი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმდჯომარესთან ციხეში შესვლას გეგმავს. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. ხაზარაძე შეეცდება დაარწმუნოს ნიკა მელია  მიიღოს ევროკავშირის გირაოს და რაც შეიძ₾ება სწრაფად დატოვოს საპატიმრო.  ხაზარძე ასევე,  „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის და 20 ივნისის საქმეზე საპარლამეტო საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს.

მე ვაპირებ უახლოეს დღეებში შევიდე ნიკა მელიასთან, მოვინახულო იგი და ვისაუბრო ორ საკითხზე; რომ იგი დაეთანხმოს ევრკავშირის გირაოს, რომელიც არის უპრეცენდენტო. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ევროკავშირი და მისი ფონდები დამნაშავეებისთვის გირაოს არ იხდიან და ამიტომ მან ეს შანსი უნდა გამოიყენოს. ეს იქნება კიდევ ერთხელ გალაწუნება „ქართული ოცნებისთვის“ და მართლმსაჯულებისთვის და მეორე საკითხი, რომელიც მე მასტან მინდა გავიარო ეს არის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შემქნა, - განაცხადა ხაზარაძემ.

ამ წუთებში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია შეხვედრას მართავს. ხელისუფლების ოპონენტები საპარლამენტო საქმიანობაში სავარაუდოდ, სამშბათიდან ჩაერთვებიან. მათ თვადაპირველი პოზიცია გუშინ პარლამენტში მიღებული კანონის გამო შეცვალეს.
 

მსგავსი სიახლეები