"კარები გატეხეთ და მიშა გამოიყვანეთ!" - ვალია ვანიშვილის მიმართვა ოკუპირებული ხურვალეთიდან
კარები გატეხეთ და მიშა გამოიყვანეთ! - რუსულ ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლო დღეს მავთუხლართებში მოქცეული ხურვალეთიდან ადამიანებს მესამე პრეზიდენტის გადარჩენას სთხოვდა.
ოკუპირებულ საქართველოში მყოფმა ვალია ვანიშვილმა სალომე ზურაბიშვილსაც მიმართა და მას მესამე პრეზიდენტის შეწყალებისკენ მოუწოდა.
გორსა და მცხეთაში დღეს ასობით ადამიანის თხოვნა შეგროვდა. ხალხის წერილებს თბილისში "მედ გიდის" დამფუძნებელლი და საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი სოფო ჯაფარიძე ჩამოიტანს. კამპანიის ინიციატორს სჯერა, რომ მოქალაქეების ხმას მოქმედი პრეზიდენტი ამ გზით უფრო მკაფიოდ გაიგებს..
უფრო მეტს ნახავთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.