სამხარაულის ექსპერტიზის მიუკერძოებლობა ეჭვქვეშაა - ბიუროს შეფი ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრია
სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიუკერძოებლობა და სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. სტრატეგიული სამსახურის შეფი ივანიშვილის ახლო გარემოცვის და ყოფილი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ბავშვობის მეგობარია.
"შაბათის ეთერთან" აღიარებითი ინტერვიუს შემდეგ სააკაშვილის ადვოკატები დარწმუნებული არიან, რომ მამუკა ჯანგულაშვილი ციხეთა სისტემაში ექსპრეზიდენტის მოწამვლის შესახებ ობიექტურ დასკვნას ვერასდროს დაწერს.
ყოფილ პრეზიდენტს კი დღეს ახალი სიმპტომები გამოუვლინდა. ძლიერ სისუსტეს დღეს ხველაც დაემატა. ოჯახი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს უნდობლობას უცხადებს და ითხოვს, კვლევა უცხოელმა ექსპერტებმა ჩაატარონ.
უფრო ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.