მტერი შეეცდება ამ წლის ბოლო დღეები ჩააბნელოს და გაგვირთულოს - ზელენსკი მოსახლეობას აფრთხილებს

26.12.22 10:00
მტერი შეეცდება ამ წლის ბოლო დღეები ჩააბნელოს და გაგვირთულოს - ზელენსკი მოსახლეობას აფრთხილებს

რუსეთი შეეცდება ამ წლის ბოლო დღეები უკრაინელებისთვის ბნელი და რთული იყოს - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრრადიციულ მიმართვაში განაცხადა.  

"გაუფრთხილდით საკუთარ თავს და მზად იყვით სხვების დასახმარებლად"- მიმართა ზელენსკიმ მოსახლეობას.

ამ წლის დასრულებამდე მხოლოდ რამდენიმე დღე დარჩა. უნდა ვიცოდეთ, რომ მტერი შეეცდება ეს დრო გაგვირთულოს და დაგვაბნელოს. რუსეთმა ამ წელს ყველაფერი დაკარგა, მაგრამ ის ამ დანაკარგების ანაზღაურებს ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს ენერგო სექტორზე სარაკეტო დარტყმების შემდეგ თავისი პროპაგანდისტების აჟიოტაჟით ცდილობს. ვიცი, რომ სიბნელე ხელს არ შეგვიშლის ოკუპანტები ახალ მარცხებამდე მივიყვანოთ, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი სცენარისთვის. გთხოვთ, ყურადღება მიაქციეთ საჰაერო განგაშის სიგნალებს ამ დღეების განმავლობაში"- თქვა პრეზიდენტმა.