სააკაშვილი მოწამლულია რუსეთის ტერიტორიიდან შემოსული საწამლავით - КГБ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი

26.12.22 10:42
 სააკაშვილი მოწამლულია რუსეთის ტერიტორიიდან შემოსული საწამლავით - КГБ-ს  ყოფილი მაღალჩინოსანი

მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია რუსეთის ტერიტორიიდან შემოსული საწამლავით - სკანდალურ ინფორმაციას КГБ-ს  ყოფილი მაღალჩინოსანი, სერგეი ჟირნოვი, ავრცელებს. 

მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, საკვებითა და პირადი ჰიგიენის საშუალებებში მოთავსებული საწამლავით მოწამლეს.

"ვიცი, ვინც არის მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ მე ის არ მომწონს, როგორც ადამიანი და როგორც პოლიტიკოსი. მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ის დიდი რეფორმატორია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის დიდებული რეფორმატორია. შეუძლებელია ამის არდანახვა. მან საქართველოში გიჟური რეფორმები გაატარა და ქვეყანა ღრმა კრიზისიდან გამოიყვანა.

ის შესანიშნავი რეფორმატორია, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ კარგი ადამიანია. როგორც ადამიანი, რა თქმა უნდა, ის საკმაოდ რთული პიროვნებაა. მე მქონია მასთან რამდენჯერმე, საკმაოდ რთული კომუნიკაცია.

ამის მიუხედავად, რა თქმა უნდა, მეც ვეთანხმები, რომ ის ციხიდან უნდა გამოუშვან. სააკაშვილი ციხეში არ უნდა იჯდეს, მას წამლავენ რუსეთიდან გაგზავნილი საწამლავით, რომელსაც ურევენ როგორც საკვებში, ასევე პირადი ჰიგიენის საშუალებებში.  

შემიძლია გითხრათ, რომ თუ მას სასწრაფოდ ციხიდან არ გამოუშვებენ, ის აუცილებლად მოკვდება. ადრე თუ გვიან ყველაფერი ფატალური შედეგით დასრულდება.

უნდა გადავარჩინოთ ეს ადამიანი. მე მესმის, რომ მის მიმართ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, ბევრი კეთილგანწყობილი არ არის, მაგრამ არ შეიძლება, ადამიანი მოკლა. ეს პირველი და მეორე ის ერთ-ერთია პოსტსაბჭოთა სივრცეში, ვინც შეძლო და ქვეყანა ღრმა კრიზისიდან გამოიყვანა, დაძლია კორუფცია და ეკონომიკური კრიზისი, არც თუ ისე დიდ, მაგრამ დიდებულ ქვეყანაში"- აცხადებს ჟირნოვი.