"ელჩების კონფერენცია 2022" - მინისტრმა ღონისძიება ხელისუფლების საქებარი სიტყვებით გახსნა

26.12.22 11:19
 "ელჩების კონფერენცია 2022" - მინისტრმა ღონისძიება ხელისუფლების საქებარი სიტყვებით გახსნა

საგარეო საქმეტა სამინისტროში ამ წუთებში  "ელჩების კონფერენცია 2022" მიმდინარეობს.  ღონისძიებას უცხოეთში დიპლომატიური მისიით გაგზავნილი ელჩებიც ესწრებიან.  

კონფერენცია საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ხელისუფლების საქებარი სიტყვებით გახსნა. 

ინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ასეთ პირობებშიც კი ქართულმა დიპლომატიამ გამოიჩინა წარმოუდგენლად მაღალი პროფესიონალიზმი. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ამ წარმატებაში დიდი როლი შეასრულა ხელისუფლების სხვადასხვა შტოებსა და სახელმწიფო უწყებებს შორის კოორიდინირებულმა ქმედებებმა, ასევე, მმართელი გუნდის საპარლამენტო და აღმასრულებელი ხელისუფლების თანმიმდევრულმა საგარეო პოლიტიკურმა ნაბიჯებმა. ამ კუთხით განსაკუთრებით გამოვყოფ პირადად პრემიერ-მინისტრის როლს, რომლის ლიდერობითაც ამ რთულ პირობებში სამტავრობო გუნდმა წარმატებით შეძლო ქვეყნის ინტერესების შესაბამისად გარე საფრთხეებთან გამკლავება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 2022 წელს ქვეყანამ დაამტკიცა, რომ მის სახელმწიფო ინსტიტუტებს შესწევთ უნარი ეფექტურად გაუმკლავდნენ გამოწვევებს, რაც მდგრადი და წარმატებული სახელმწიფოს ნიშანია.

ბატონი პრემიერ-მინისტრის და მისი გუნდის როლი თვალსაჩინოა კიდევ ერთი მიმართულებით: ფაქტია, რომ დღეს, როდესაც უაღრესად ნეგატიურმა გლობალურმა განვიათრებებმა ჩვენს გარშემო ბევრი ქვეყანა, მათ შორის,  ძლიერი, წარმატებული და განვითარებული ქვეყნები რთულ მდგოარებაშ ჩააყენა და ზოგიერთ მათგანს ახლა ეკონომიკურ და ენერგეტიკულ კრიზისთან ბრძოლა უწევს, საქარტელომ არა მხოლოდ შეინარჩუნა მდგრადობა, არამედ სწრაფი ტემპეტით განაგძრობს განვითარებას, რისი დასტურიც არის ბოლო 2 წლის განმავლობაშ ქვეყნის 10%-იანი ეკონომიკური ზრდა, - განაცხადა მინისტრმა. 
 

სალომე ზურაბიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე წუთში საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს ერთად მიმართავენ.

ზურაბიშვილი ქართველი დიპლომატების მუშაობით უკმაყოფილოა.  ის  ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე  უცხოეთში აკრედიტებული ელჩებისგან  მეტ მკაფიოობას ითხოვს.