ყველა ქვეყანას პატივს ვცემთ, მაგრამ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა - პრემიერი
უკრაინას პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი მთავარი ამოცანა საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვაა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ცოტა ხნის წინ "ელჩების კონფერენცია 2022" -ზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინას ყველა პლატფორმაზე მხარი ხმამაღლა დაუჭირა.
ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ და მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და უკრაინელ ხალხს, პირველ რიგში.
ომის დაწყების დღიდან ჩვენ ყველა პლატფორმაზე მხარი დავუჭერთ ხმამაღლა უკრაინას, მივუერთდით 400-ზე მეტ რეზოლუციას, განცხადებას...
აქვე უნდა აღვნიშნო, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არ იყო სასიმოვნო იმ განცხადების მოსმენა, რომელსაც ჩვენ ვისმენთ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ვინაიდან ქვეყანა და მათი მთავრობა და მათი ხალხი არის ომში, ამიტომ ჩვენ ამ თემაზე არ გვსურს ზედმეტი განცხადებების გაკეთება.მე მინდა, ერთი რამ ვთქვა, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის ჩვენი საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა. ყველა ქვეყანას პატივს ვცემთ, მაგრამ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა- განაცხადა პრემიერმა.