პრეზიდენტი კონფერენციას არ დაესწრო - ზურაბიშვილმა ღარიბაშვილის სიტყვას არ მოუსმინა

26.12.22 11:35
პრეზიდენტი კონფერენციას არ დაესწრო - ზურაბიშვილმა ღარიბაშვილის სიტყვას არ მოუსმინა

საქართველოს პრეზიდენტი ელჩების კონფერენციაზე ამ დრომდე არ გამოჩენილა. ღონისძიებაზე  სალომე ზურაბიშვილი ამ დრომდე არ მისულა, შესაბამისად, არც პრემიერ-მინისტრისთვის მოუსმენია. 

პრეზიდენტს არ მოუსმენია არც საგარეო საქმეთა მინისტრისთვის და არც პარლამენტის თავმჯდომარისთვის. 

სამინისტროში იმყოფება საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურიც, თუმცა ზურაბიშვილი შენობაში არ შესულა. 

საგარეო საქმეთა სამინისტროში ,,ელჩების კონფერენცია 2022" მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები