სააკაშვილის წერილი პატრიარქს - რა მისწერა მესამე პრეზიდენტმა ილია II-ს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს აღსაყდრებიდან 45 წლისთავს ულოცავს. მიხეილ სააკაშვილის მიერ "ვივა-მედიდან" გაგზავნილ წერილს პატრიარქი რამდენიმე წუთში მიიღებს.
ინფორმაცია "ტვ პირველს" მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, ილია ლომიამ დაუდასტურა. უფლებადამცველი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ილია II-ს დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს, თუმცა, მისთვის უცნობია, საუბრობს თუ არა პრეზიდენტი წერილში მისი ამჟამინდელ მდგომარეობაზე და სთხოვს თუ არა უწმინდესს რამეს.