"ტვ პირველის" ექსპერიმენტი - სამხარაულის ბიურო ტოქსიკოლოგიურ კვლევებს არ ატარებს (ვიდეო)

26.12.22 11:58
"ტვ პირველის" ექსპერიმენტი -  სამხარაულის ბიურო ტოქსიკოლოგიურ კვლევებს არ ატარებს (ვიდეო)

,,ტვ პირველის" ექსპერიმენტი - ატარებს თუ არა სამხარაულის ექსპერტიზის ბიური თმის ღერსა და ფრჩხილზე ტოქსიკოლოგიურ კვლევას. "პირველების" ჟურნალისტმა ინფორმაცია სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროში გადაამოწმა. სატელფონო საუბრისას ბიუროს წარმომადგენელმა პირდაპირ და მკაფიოდ თქვა, რომ მსგავს კვლევებს არ ატარებენ

-    თმის ღერზე და ფრჩხილზე მინდა ტოქსიკოლოგიური შემოწმება და კეთდება სამხარაულში?
-    არა, არა, თმის ღერზე და ფრჩხილზე ტოქსიკოლოგიური არ ტარდება
-    ანუ არ ტარდება სამხარაულში?
-    არა
-    ზუსტად იცით, ქალბატონო?
-    თმის ღერზე არ ტარდება, ტარდება შარდის ნიმუშის, უნდა წარმოადგინოთ
-    და ფრჩხილზე?
-    ფრჩხილზე მხოლოდ დნმ ტესტი ტარდება -
განმარტეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში.