პრეზიდენტს სკამი არ დაუდგეს - რატომ არ დაესწრო სალომე ზურაბიშვილი "ელჩების კონფერენციას"

26.12.22 12:00
პრეზიდენტს სკამი არ დაუდგეს - რატომ არ დაესწრო სალომე ზურაბიშვილი "ელჩების კონფერენციას"

რატომ არ დაესწრო სალომე ზურაბიშვილი "ელჩების კონფერენცია 2022"-ს? პრეზიდენტის პრესსამსახურის განმარტებით, ზურაბიშვილს მისთვის პროტოკოლის წესით განკუთვნილი ადგილი არ დაუთმეს. 

 

პრეზიდნეტი დღეს დაგეგმილ ,,ელჩების კონფერენციას“ არ დაესწრო, რადგან პროტოკოლმა პრეზიდენტს მისთვის პროტოკოლის წესით განკუთვნილი ადგილი არ დაუთმო, რაც პროტოკოლური დარღვევაა"- აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. 

ღონისძიებაზე გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ პრეზიდენტს სკამი ააცალეს და კართან გადადგეს.