სამხარაულის ეროვნული ბიურო ფრჩხილისა და თმის ნიმუშებეზე ექსპერტიზას ვერ ატარებს - სააკაშვილის ადვოკატი

26.12.22 12:12
სამხარაულის ეროვნული ბიურო ფრჩხილისა და თმის ნიმუშებეზე ექსპერტიზას ვერ ატარებს - სააკაშვილის ადვოკატი

მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ამტკიცებს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ერვნული ბიურო ფრჩხილსა და თმის ღერზე ტოქსიკოლოგიურ კვლევას არ ატარებს.

ილია ლომია ამბობს, რომ ექსპერტიზის ჩატარებაზე თანახმა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებიან, თუკი ნიმუშები საზღვარგარეთ გადაიგზავნება და პროცესში მათივე ექსპერტი იქნება ჩართული. 

ამასთან, მესამე პრეზიდენტის ინტერესები დამცველი სასამართლო პროესების გაჭიანურებაზე საუბრობს. მისი თქმით, სასამართლოს ამ დრომდე არ უთქვამს, ჩაინიშნება თუ არა პროცესი 29 დეკემბერს. 

სამხარაულის ეროვნული ბიურო ფრჩხილისა და თმის ნიმუშებეზე ექსპერტიზას ვერ ატარებს. ამ მონაცემებს ვფლობთ ჩვენ და ეს არის საყოველთაოდ ცნობილი. ალბათ გააყალბებენ და ყალბ დასკვნასთან გვექნება საქმე.

იმ შემთხვევაში, თუ ამ ნიმუშებს, თმისა და ფრჩხილის ნიმუშებს გადააგზავნიან საზღვარგარეთ და ჩვენი სპეციალისტი მიიღებს ამ გამოკვლევაში მონაწილეობას, მაშინ ჩვენ თანახმა ვართ,  საზღვარგარეთ ჩატარდეს ამ ნიმუშებზე ექსპერტიზა. საქალაქო სასამართლოდან პასუხი არ იქნა მიღებული ჯერჯერობით სხდომების დანიშვნასთან დაკავშირებით. ალბათ 29-მდე ვერც მივიღებთ ასეთ პასუხს, - თქვა ადვოკატმა.