საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას არ გამოვრიცხავთ - რუსეთის საგარეო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას არ გამორიცხავენ.
საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში მოგზაურობისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების პერსპექტივას რაც შეეხება, რუსეთი დადებითი გადაწყვეტილების მიღებას არ გამორიცხავს, როცა ამისთვის აუცილებელი წინაპირობები შეიქმნება", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინმა ТАСС-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ამასთან, გალუზინის თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა თბილისზეა დამოკიდებული.