დაუმსახურებელი კრიტიკის მიუხედავად საქართველო უკრაინელებს ხელს კვლავაც გაუწვდის - პაპუაშვილი

26.12.22 12:26
დაუმსახურებელი კრიტიკის მიუხედავად საქართველო უკრაინელებს ხელს კვლავაც გაუწვდის - პაპუაშვილი

დაუმსახურებელი კრიტიკის მიუხედავად საქართველო უკრაინელებს ხელს კვლავაც გაუწვდის, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა "ელჩების კონფერენცია 20200"-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ხელისუფლება ყოველთვის თავისუფლების ნათელ მხარეს იდგება. 

რუსეთის მორიგი მასშტაბური აგრესიის მსხვერპლი ამჯერად უკრაინა გახდა, ჩემთვის განსაკუთრებით ემოციური იყო 2022 წლის აპრილში უკრაინაში ჩასვლა და კიევში, ბუჩასა და ირპენში ჩადენილი რუსული სისასტიკის ხილვა. ემოციური იყო იმიტომაც, რომ მსგავსი სისასტიკე გაიარა ჩვენმა ქვეყანამ 2008 წელს და 90-იან წლებში.

საქართველომ არსებითი პოლიტიკური, დიპლომატიური და ჰუმანიტარული დახმარება გაუწია უკრაინას და უკრაინელ ხალხს. ხშირად დაუმსახურებელი კრიტიკის მიუხედავად, საქართველო მომავალშიც იდგება თავისუფლების ნათელ მხარეს და ომს და ნგრევას გამოქცეულ უკრაინელებს კვლავაც ხელს გაუწვდის ამ რთულ დროს, - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.