შიმშილობის მე-12-ე დღეს ანი წითლიძის მდგომარეობა გაუარესდა - დეპუტატი პროტესტს განაგრძობს
შიმშილობის მე-12-ე დღეს დეპუტატ ანი წითლიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. სახეზეა წონაში კლება და სისუსტე. დეპუტატთან დილიდან მედიკოსები იმყოფებოდნენ.
ფიზიკური სისუსტის მიუხედავად ოპოზიციის წევრი მოთხოვნას არ ცვლის და ამბობს რომ, ვიდრე ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს არ გაათავაისუფლებს, შიმშლობას არ შეწყვეტს.
დღევანდელი გადმოსახედიდან ზვიად გამსახურდიას ყველაზე სასტიკი მოწინააღმდეგებისათვისაც კი, არანაირი გამსახურდიას შეცდომა ან რიტორიკა არ ღირდა იმად, რა ჯოჯოხეთიც შემდეგ გაიარა ქვეყანამ. ამიტომაც, ხელისუფლებამ უნდა იფიქროს ისტორიულ პასუხისმგებლობაზე და უნდა იფიქროს იმაზე, ის სიძულვილი, რაშიც ახლა გვაცხოვრებენ ყველას და ეს ანგარიშსწორება პრეზიდენტ სააკაშვილზე არის ის, რისიც აუცილებლად შერცხვებათ თავის დროზე.
ჩემს მოთხოვნებში ვრჩები უცვლელი. ვითხოვ, რომ გადაარჩინონ ადამიანის სიცოცხლე, გადაარჩინონ პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე და ვაგრძელებ ჩემი პროტესტის ამ ფორმას, - თქვა დღეს წითლიძემ.