შეწყვიტე შიმშილობა, ხელისუფლებისთვის ულტიმატუმის წაყენება არასწორია - პაპუაშვილი წითლიძეს
პარლამენტის თავმჯდომარემ ენმ-ს დეპუტატ ანი წითლიძეს შიმშილობის შეწყვეტა პირადად სთხოვა. შალვა პაპუაშვილი მოშიმშილე დეპუტატს დღეს უხსნიდა, რომ ულტიმატუმის წაყენება ხელისუფლებისთვის არასწორია, ხოლო მიხეილ სააკაშვლისთვის სასჯელის გადავადებისა და უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის საკითხი მხოლოდ სასამართლოში წყდება.
მოვუწოდე, შეეწყვიტა შიმშილობა, ის უკვე იმ სტადიაშია, როცა შესაძლოა, დააზიანოს საკუთარი ჯანმრთელობა.
ექიმებსაც ვესაუბრე და ვფიქრობ, მიშვნელოვანია, იფიქროს საკუთარი ჯანმრთელობის არდაზიანებაზე, მიხეილ სააკაშვილის საკითხი არის სრულად სასამართლოს მიერ გადასაწყვეტი. აქ შიმშილობით, მოთხოვნით, ეს საკითხი არ წყდება" - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, ანი წითლიძე, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნიოთ უკვე მეთორმეტე დღეა, რაც შიმშილობს.
წითლიძესთან ერთად პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს ენმ-ს სხვა დეპუტატებმა, დავით კირკიტაძემ და თემურ ჯანაშიამ, თუმცა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად გართულდა და ისინი იძულებული გახდნენ, შიმშილობა შეეწყვიტათ.