ნაცმოძრაობა დამარცხების გზაა - ოპოზიციაში ახალმა დაპირისპირებამ იფეთქა
იმ შემთხვევაში თუ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ნიკა მელია თბილისის მერობის კანდიდატი იქნება, „სტრატეგია აღმაშნებეელი“ მას მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის და ბიძინა ივანიშვილის ბრძოლაში გამარჯვებული ყოველთვის ივანიშვილი გამოდის, ამიტომ ოპოზიციის გამარჯვებისთვის მესამე ძალაა საჭირო.
ეს არის მარცხის ფორმულა თუ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს დავუჭერთ ყველა ოპოზიცია მხარს. მე მინდა გამარჯვების ფორმულა. მიშა-ბიძინას დაპირისპირებაში სამწუხაროდ, ვიცით როგორ მთავრდება არჩევნების შედეგი. ბიძინა იმარჯვებს. ამიტომ, ჩვენ უნდა შევქმნათ მძლავრი, მესამე ცენტრი. რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას, ჩემი აზრით, ჩემს გუნდ შეიძლება ცოტა სხვა პოზიცია ჰქონდეს, მაგრამ მე ამ შემთხვევაში მზად ვარ, რომ ჩემი პერსონალური ამბიცია გადავწიო უკან და საერთო მძლავრ კანდიდატზე ვიმსჯელოთ და არ იყოს და არ ჩავუშვა ჩემი თავი კონკურენტად ამ სმჯელობაში, - განაცხადა ვაშაძემ.
ნაციონალურ მოძრაობაში ვაშაძის განცხადებას "არასწორი და არაერთიკური" უკვე უწიოდეს.