მიმართავს თუ არა ექსპრეზიდენტის დედა მოქმედ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით - რას პასუხობს გიული ალასანია
"პირველების" შეკითხვას, აპირებს თუ არა გიული ალასანია პრეზიდენტს შვილის შეწყალების თხოვნით მიმართოს, ექსპრეზიდენტის დედა უარით პასუხობს.
ალასანია ამბობს, რომ პრეზიდენტი ისედაც ყველაფრის საქმის კურსშია და დამატებითი თხოვნის საჭიროება არ არსებობს.
ჩემი თხოვნა რა საჭიროა, როცა უკვე ყველანაირი ინფორმაცია მიწოდებული აქვს. ამ ადამიანს აქვს ის ძალაუფლება, ყველანაირი უფლება აქვს, რომ გადადგას ეს ნაბიჯი. ჩემი მიმართვა რას შეცვლის? არ მიფიქრია იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ხალხი მიმართავს და საკმარისია, - თქვა ალასანიამ
გიული ალასანია იაგო ხვიჩიას ინიციატივასაც გამოეხმაურა და მას არასეროზული უწოდა.
"გირჩის" ლიდერი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა განიხილონ.
სრულიად არასერიოზულად მიმაჩნია. ყოველ შემთხვევაში, ძალიან მტრული, იმიტომ, რომ ძალიან დიდი დრო სჭირდება ამას და საერთოდ, რა საჭიროა, ვერ გავიგე, ეს სასამართლო საკმარისი არ არის, რაც არის? მე მგონი, გასაწელად ეს სასამართლოც სავსებით ასრულებს თავის ფუნქციას, - თქვა ალასანიამ.