"ხელისუფლებას ექსპრეზიდენტის ეშინია" - სააკაშვილს შეზღუდვა ფეიგინისთვის გაგზავნილი წერილის გამო დაუწესეს

26.12.22 15:11
"ხელისუფლებას ექსპრეზიდენტის ეშინია" - სააკაშვილს შეზღუდვა ფეიგინისთვის გაგზავნილი წერილის გამო დაუწესეს

რატომ შეუზღუდეს მიხეილ სააკაშვილს წერილების გამოგზავნა პალატიდან?  - პენიტენციური დაწესებულება და იუსტიციის სამინისტრო ამ დრომდე განმარტებებს არ აკეთებენ.

ოპოზიცია ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" მიხეილ სააკაშვილის პანიკურად ეშინია. მათი თქმით,  მმართველი გუნდი ხვდება, რომ ყოფილი პრეზიდენტის გზავნილები მათი რეჟიმის მამხილებელი მტკიცებულებებია.

შიში აქვთ გამოკეტილია ადამიანის, მიხეილ სააკაშვილს, რომის კომუნიკაციაც გარე სამყაროსთან არის ასევე მათი შიში საფუძველი. მათი დაინტერესება არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილს კომუნიკაციის საშუალება და შეასძლებლობა არ ჰქონდეს საერთაშორიოს ასპარეზზე, საერთაშორიოს მასშტაბით, იმიტომ, რომ ყველა ხვდება, რამხელა გავლენა მოახდინა მისმა ამ მდგომარეობამ ჩვენს საერთაშოიროს პარტნიორებზე და არა მხოლოდ, - თქვა ენმ-ს წევრმა ხატია დეკანოიძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბაჩო დოლიძე არ გამორიცხავს, რომ შეზღუდვა სააკაშვილის მარკ ფეიგინისთვის გაგზავნილ წერლს უკავშირდებოდეს.

აშინებთ, რა თქმა უნდა, ფართომასშტაბიანი კამპანია და ცდილობენ მაქსიმალურად მოუჭრან ყველა გზა, რომ ვინმესთან კომუნიკაცია ჰქნდეს. პირდაპირ ვუკავშირებ ბოლოდროინდელ ფეიგანთან მიწერილ წერილს. რა თქმა უნდა, მმართელი გუნდი ეცდება ყველანაირად დაახშორს ის კომუნიკაცია, მაგრამ ისევ  და ისევ თვითონ აღმოჩნდება იზოლაციაშ, - თქვა ბაჩო დოლიძემ.