მეგონა, ავად იყო, გაცივდა - ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშვილზე

26.12.22 14:59
მეგონა, ავად იყო, გაცივდა - ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშვილზე

მეგონა, ავად იყო, გაცივდა - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა, დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ,,ელჩების კონფერენციაზე" საქართველოს პრეზიდენტის  არდასწრების ფაქტს გამოეხმაურა.

არ ვიცი ახლა, სკამის დადგმის გამო, შეიძლება... გამოვასწორებდით, მობრძანებულიყო. მე უფრო მეგონა, რახან არ დაესწრო, მეთქი ავად ხომ არ არის, ხომ არ გაცივდა-თქო.

კიდევ ვამბობ, თუ ეს არის მიზეზი, უფრო რთულ სიტუაციასთან გვქონია საქმე. იმიტომ რომ, თუ პროტოკოლით სიტყვა ვიღაცაზე წინ თუ ადრე თქვა, ამის გამო, ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას რომ არ ესწრები, მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო მესამე მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა, მთელი ჩვენი სამეზობლო ცეცხლის ალშია გახვეული და ამ დროს შენ სიტყვა არ დაგითმეს, თუ სკამი ცუდად დგას და ამის გამო არ მიხვიდე, მე მგონია ერჩივნა, ის მიზეზი, რაც მე ვთქვი, რომ ავად იყო - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტება გააკეთეს, თუ რატომ არ დაესწრო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კონფერენციას.