შესაძლოა, "ოცნებამ" პრეზიდენტის გამოსვლას გამიზნულად შეუშალა ხელი - სალომე სამადაშვილი
"ლელოს" წევრი, სალომე სამადაშვილი არ გამორიცხავს, რომ ელჩების კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტი განგებ დაბლოკეს.
სამადაშვილი სალომე სამადაშვილს ურჩევს, გამოქვეყნოს სიტყვა, რომელის წარმოთქმასაც ის ღონისძიებაზე გეგმავდა.
დღეს დიპლომატიური სამსახური შეიკრიბა და არარსებული წარმატება გამოაცხადეს. თუ სალომე ზურაბიშვილი განსხვავებული გზავნილების გაჟღერებას აპირებდა, მაშინ ის დაიბლოკა "ქართული ოცნების" მხრიდან.
საინტერესო იქნება, მან გამოავეყნოს თავისი სიტყვა, რომ ჩვენ ვნახოთ, რის თქმას აპირებდა ის, იმიტომ, რომ შესაძლოა, გამიზნულად შეეშალა ხელი მის გამოსვლას, რადგან პრეზიდენტის გზავნილები პრემიერის გზავნილების განგანსხვავებული იქნებოდა"- აღნიშნა "ტვ პირველთან" სალომე სამადაშვილმა.