რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმება - ხელისუფლება დუმს

26.12.22 15:37
რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმება - ხელისუფლება დუმს

დაიწყებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან მოლაპარაკებს სავიზო რეჟიმის გასაუქმებლად? -  მმართველი გუნდის არცერთი დეპუტატი არ ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის მოხსნა მიუღებელია.

რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით პრობლემას ვერ ხედავს მმართველი გუნდი წევრი ირაკლი ზარქუა. 

არ მაქვს ამაზე ინფორმაცია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვართ ტურისტული სახელმწიფო, სადაც ყველა რჯულის, მრწამსისი ადამიანისთვის კარი ღიაა და მობრძანდეს. ამაზეა საუბარი და  თუ ვინმე გახსნის იქიდან... ჩვენ დიდი ხანია გახსნილი გვაქვს, უვიზო მიმოსვლა გვაქვს რუსეთთან და თუ იქითა მხრიდანაც იქნება, ეს უპირველეს ყოვლისა,ჩენი ეთნიკურად ქართველებისთვის იქნება ძალიან კარგი საქმე, იმიტომ, რომ გაუმარტივდებათ თავის სამშობლოში დაბრუნება, - თქვა ზარქუამ.

ოპოზიცია კი ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან მსგავსი განცხადებები "ქართული ოცნების" პოლიტკის სედეგია, რმელიც რუსულ ორბიტასთან დაახლოებას ცდილობს. 

რუსეთი მორიგ განცხადებას აკეთებს, რომ მზად არის დათბობისკენ ურთიერთობების  ჩვენს ქვეყანასთან. ეს არის სწორედ „ქართული ოცნების“ გამიზნული პოლიტიკის შედეგი, რომელიც ყოველდღიურად, შეიძლება ნელ ტემპში, მაგრამ სისტემატურად აშორებს ამ ქვეყანას ევროპისგან და აახლოებს რუსეთის ორბიტას. ეს არის გამოძახილი ამ პოლიტიკის, სხვანაირად არ სეიძლება ეს შეფასდეს, - თქვა "ლელოს" წევრმა სალომე სამადაშვილმა. 

ბოლო რამდენიმე სააათია რუსული მედია საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის აღდგენის შესახებ სტატიებს აქტიურად აქვეყნებს.