დღეს სახელმწიფოს აქვს იმის უნარი, რომ იზრუნოს ნებისმიერ პაციენტზე - ჯანდაცვის მინისტრი სააკაშვილზე
სახელმწიფოს აქვს უნარი, მიაწოდოს პატიმარს ნებისმიერი მომსახურება, რაც მას დასჭირდება - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა, განაცხადა და დასძინა, რომ დღეს პენიტენციური სისტემა ყველა პატიმარზე თანაბრად ზრუნავს.
„დღეს ქართული სახელმწიფო, პენიტენციური სისტემა ზრუნავს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობაზე, ნებისმიერი პატიმრის უფლებების დაცვაზე.
დღეს სახელმწიფოს აქვს იმის უნარი, რომ იზრუნოს ნებისმიერ პაციენტზე და თუ საჭიროებაა, სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოს და ასევე იმ პირობებით და ინფრასტრუქტურით, რაც პატიმრისთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მინისტრმა.