პრეზიდენტების ბედი ხალხმა უნდა გადაწყვიტოს - იაგო ხვიჩიას საკანონმდებლო ინიციატივა

26.12.22 16:55
პრეზიდენტების ბედი ხალხმა უნდა გადაწყვიტოს - იაგო ხვიჩიას საკანონმდებლო ინიციატივა

პრეზიდენტების ბედი ხალხმა უნდა გადაწყვიტოს - ,,გირჩის" ლიდერი ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის.

იაგო ხვიჩია ფიქრობს, რომ თუ ექსპრეზიდენტის სისხლის სამართლის საქმის განხილვაში ნაფიცი მსაჯულები ჩაერთვებიან, ობიექტური გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

,,გირჩის" ლიდერი აპირებს, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში მას შემდეგ დააინიციროს, თუ ,,ნაციონალური მოძრაობისა" და პირადად მიხეილ სააკაშვილისგან თანხმობას მიიღებს.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, ჩემი აზრით, არის ამ წუთას ერთადერთი ინსტუმენტი, რომლითაც ყველას მარტივად აუხსნი, ელჩი იქნება ეს თუ სხვა, ასევე, შენი მოთხოვნა მარტივად გასაგები იქნება, მინდა, ხალხმა გამასამართლოს. 

თუ ამნდენ ტალახს მესვრიან და მეუბნებიან, რომ მე ხალხის ნების გამო ვზივარ ციხეში, მინდა, ხალხმა გამასამართლოს. ჩემი აზრით, ეს ძალიან ლოგიკური იქნება. 

მომზადებული მაქვს საკანონმდებლო ინიციატივა ამასთან დაკავშირებით, თუ იქნება მიხეილ სააკაშვილის თანხმობა, ამას შევიტანთ დაუყონებლივ და გავაგრძელებთ კონსულტაციას ,,ოცნებასთან". - აცხადებს იაგო ხვიჩია.

იაგო ხვიჩიას საკანონმდებლო ინიციატივას ოპოზიციონერი კოლეგები დადებითად აფასებენ.