სააკაშვილი სრულ იზოლაციაში მოაქციეს - რატომ აეკრძალა პატიმარ პრეზიდენტს წერილების გაგზავნა
ამ დრომდე პენიტენციურ სამსახურს არ გაუკეთებია განმარტება, რატომ აუკრძალეს მიხეილ სააკაშვილს წერილების წერა. დღეიდან ვერცერთი მისი მნახველი "ვივა-მედის" პალატიდან მესამე პრეზიდენტის წერილს ვეღარ გამოიტანს.
წერილები ერთადერთო საშუალება იყო, რომ მესამე პრეზიდენტს გარე სამყაროსთვის საკუთარი ხმა გაეგებინებინა.
ყველა წერილმა კანცელარია უნდა გაიაროს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას დაწვრილებით იცის, ვის რას წერს პატიმარი პრეზიდენტი.
რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილის სრული იზოლაციის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მარკ ფეიგინმა სააკაშვილის წერილი გაასაჯაროვა და პატიმარი პრეზიდენტის გადარჩენის გეგმა დაანონსა. რუსი უფლებადამცველი ადასტურებს, რომ სააკაშვილის პატიმრობა უპირველეს ყოვლისა პუტინის ინტერესში შედის.
უფრო ვრცლად ნახეთ რეპორტაჟი.