ანი წითლიძემ შიმშილობა შეწყვიტა

26.12.22 19:11
ანი წითლიძემ შიმშილობა შეწყვიტა

ენმ-ს დეპუტატი, ანი წითლიძე,  შიმშილობას წყვეტს, მიზეზად კი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ასახელებს.

ანი წითლიძე მადლობას უხდის კოლეგებს, ექიმებს. 

დიდი მადლობა ექიმებს, რომ არა ისინი, მე დღეს ვერ შევძლებდი აქ საუბარს. 

მე არ მქონდა იმის მოლოდინი, რომ ეს ჰუმანიზმისგან დაცლილი მთავრობა ჩემს მოთხოვნებს შეასრულებდა.

ეს იყო ჩემი პროტესი იმ სიძულვილზე, რომლითაც ცდილობს ეს ხელისუფლება, გვკვებოს და ჩაგვითრიოს ამ მორევში.

ეს სიძულვილი უნდა გაჩერდეს - განაცხადა ანი წითლიძემ.

პარლამენტთან უკვე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც დეპუტატი საავადმყოფოში უნდა გადაიყვანოს.