მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი საქართველოს პრეზიდენტს - ანი წითლიძე
,,ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის" დეპუტატი, ანი წითლიძე, რომელმაც რამოდენიმე წუთის უკან შიმშილობა შეწყვიტა, ადასტურებს, რომ შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს.
რა საკითხზე შედგა საუბარი სალომე ზურაბიშვილსა და ანი წითლიძეს შორის, ამ დროისთვის უცნობია.
მე მთელი ამ დღეების განმავლობაში მქონდა შეხვედრები, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მქონდა კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორიოს პარტნიორებთან. მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი საქართველოს პრეზიდენტს, მელაპარაკა მასთან და მე მინდა მადლობა ვუთხრა მას ამ შესაძლებლობისთვის.
ჩემი მთავარი სათქმელი იყო და არის ერთი, რომ ჩვენ უნად ვაშენოთ უფრო მეტი ხიდები და არა პირიქით, - თქვა წითლიძემ.
ანი წითლიძემ პროტესტის მეთორმეტე დღეს შიმშილობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შეწყვიტა.