კონსულტაციები დასრულებულია - შეთანხმების აქტზე ხელმომწერი ოპოზიცია საპარლამენტო მუშაობაში ჩაერთვება

30.04.21 15:11
კონსულტაციები დასრულებულია - შეთანხმების აქტზე ხელმომწერი ოპოზიცია საპარლამენტო მუშაობაში ჩაერთვება

პარლამენტში შესული ოპოზიციის კონსულტაციები დასრულებულია. დეპუტატები საპარლამენტო საქმინობაში სამსაბათიდან ჩაერთვებიან.  „ლელოს“ ლიდერის განცხადებით, მათი მონაწილეობის გარეშე არც ერთი საჭირბოროტო საკითხი პარლამენტში განხილული აღარ იქნება. 

ჩვენ ვისაბრეთ, ჩვენი, ანუ შარლ მიშელის დოკუემნტზე ხელის მომწერი პოპოზიციის საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებით კოორდინაციაზე, იმაზე, რომ სამშაბათს ამნისტიის შესახებ კანონზე იქნება ბიუროზე მსჯელობა და იქ დავესწრებით, რა თქმა უნდა. ვიმსჯელეთ იმაზეც, რომ არც ერთი საჭირბოროტო საკითხი, რომელიც საზოგადოებას აწუხებს ჩვენი ჩართულობის გარეშე არ იქნება განხილული მომავალში, დანარჩენ დეტალებზე ყოველდღიური კონსულტაციები გვექნება,-  განაცხადა  ბადრი ჯაფარიძემ. 
 

 შეთანხმების აქტზე ხელმომწერმა ოპოზიციამ საპარლამეტო საქმიანობასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის გადახედვა ადმინისტრაციულ სამართადარღვევათა კოდექსში კანონის ცვლილების გამო გადაწყვიტა. მათი თავადაპირველი პოზიცია იყო ის, რომ ისინი საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობას ნიკა მელაის ციხიდან გამოსვლამდე არ გეგმავდნენ. 

 

მსგავსი სიახლეები