სმა-ჭამას გადაყოლილი მთავრობა - სახელმწიფო უწყებებმა მხოლოდ დეკემბერში 180 ათასი ლარი დახარჯეს

26.12.22 20:19
სმა-ჭამას გადაყოლილი მთავრობა - სახელმწიფო უწყებებმა მხოლოდ დეკემბერში 180 ათასი ლარი დახარჯეს

სმა-ჭამას გადაყოლილი მთავრობა - 180 ათასამდე ლარი მხოლოდ დეკემბერში სახელმწიფო უწყებებმა რესტორნებში გადაიხადეს.  

რეკორდსმენია საქართველოს ელექტროსისტემა, რომელმაც ერთ თვეში 45 ათასი ლარი ძვირადღირებულ დაწესებულებაში მდიდრული სუფრისთვის დახარჯა. თუმცა, ვის უმასპიძლეს და  რა  ჰქონდათ მენიუში- ეს ინფორმაცია არ საჯაროვდება.  
15 ათასი ლარი მხოლოდ  ერთი სადილისთვის გადაიხადა რატი ბრეგაძის უწყებამ.  თავდაცვის აკადემიამ კი   დეკემბერში სმა-ჭამისთვის 12 ათას ლარამდე გამოყო.   სია საკმაოდ ვრცელია, საიდანაც ჩნდება დასაბუთებული ეჭვი სავარაუდო კორუფციული გარიგების შესახებ.

უფრო ვრცლად იხილეთ ანა მდივანის სიუჟეტი.

 

 

 

მსგავსი სიახლეები