ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად გართულების გამო ანი წითლიძემ შიმშილობა შეწყვიტა

26.12.22 20:24
ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად გართულების გამო ანი წითლიძემ შიმშილობა შეწყვიტა

მოშიმშილე დეპუტატი რამდენიმე წუთის წინ კლინიკაში გადაიყვანეს. რადიკალური პროტესტის მე-12 დღეს ანი წითლიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული გახდა. ექიმების დაჟინებული რეკომენდაციის შემდეგ დეპუტატი მედიკოსების მეთვალყურების ქვეშ გადავიდა.
მდგომარეობის დამძიმებამდე  რამდენიმე საათით ადრე კი ანი წითლიძე სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად დეპუტატმა უთხრა, თუმცა დეტალებს  არ აკონკრეტებს.

,,პირველების" ინფორმაციით წითლიძის  შეხვედრა   ზურაბიშვილთან ათონელის რეზიდენციაში  შედგა და დიდი ალბათობით საუბრის მთავარი თემა მიხეილ სააკაშვილი იყო.  

როგორია დეპუტატის  ჯანმრთელობის მდგომაროება  და რას ყვება ის პრეზიდენტთან აუდიენციის შესახებ?

იხილეთ ხატია სამხარაძის სიუჟეტი.

 

 

 

მსგავსი სიახლეები