აღდგება თუ არა რუსეთთან უვიზო მიმოსვლა? - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ საკითხს იხილავს

26.12.22 20:37
აღდგება თუ არა რუსეთთან უვიზო მიმოსვლა? - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ საკითხს იხილავს

დაიწყებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან მოლაპარაკებს სავიზო რეჟიმის გასაუქმებლად? რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე დაგვპირდა, რომ ამ საკითხს განიხილავს.

ბოლო რამდენიმე საათია, რუსული მედია საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის აღდგენის შესახებ სტატიებს ერთმანეთის მიყოლებით აქვეყნებს.

,,ქართული ოცნების" ხელისუფლებაში კი ამ დრომდე არ აღმოჩნდა ერთი ადამიანი მაინც, ვინც იტყოდა, რომ   ოკუპანტთან სავიზო რეჟიმის გაუქმება მათთვის პრინციპულად მიუღებელია. დუმს საგარეო საქმეთა სამინისტროც. 

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ უვიზო მიმოსვლა საქართველოს კარგს არაფერს მოუტანს და ეა კრემლის ჰიბრიდული ომის ნაწილია.

ვრცლად იხილეთ გუგა არჩვაძის სიუჟეტი.

 

 

 

მსგავსი სიახლეები