EU არასდროს დაუჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, თუ სააკაშვილი დაპატიმრებული იქნება - ევროპარლამენტარი
EU არასდროს დაუჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, თუ სააკაშვილი დაპატიმრებული იქნება, - ასე პასუხობს ევროპარლამენტარი იაცეკ სარიშ ვოლსკი თბილისის მერის განცხადებას. საქმე ეხება კახი კალაძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის თემის და ქვეყნის ევროინტეგრაციის შორის პარალელის გვალება მიუღებელია.
სააკაშვილის საქმესა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას შორის პარალელები ფუნდამენტურად იმპერატიულია! ორივე განუყოფელია. ევროპარლამენტი არასოდეს დაუჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, თუ ყოფილი პრეზიდენტი დაპატიმრებული იქნება და მოკვდება ციხეში", - დაწერა ვოლსკიმ.