ერთკაციანი არჩევნები თსუ-ში - სამუშია ისევ ერთადერთი კანდიდატია

27.12.22 10:22
ერთკაციანი არჩევნები თსუ-ში - სამუშია ისევ ერთადერთი კანდიდატია

ერთკაციანი არჩევნები თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტში - თსუ-ში რექტორის არჩევნები სტუდენტების  პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. 

რექტორებისთვის თბილისის საკრებულოს" ქართული ოცნების "ყოფილი წევრი იბრძვის. ჯაბა სამუშიას კონკურენტი არ ჰყავს. 

არჩევის შემთხვევაში ჯაბა სამუშიას უნივერსიტეტს 4 წელი უხელმძღვანელებს.  ის თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად 2022 წლის 20 ოქტომბერს დაინიშნა.

სტუდენტები არჩევნების წესს არადემოკრატიულს უწოდებენ. ახალგაზრდების ნაწილმა პროტესტი გვიან ღამით, უნივერსიტეტის შენობაში გამოთქვა.  

ვითარება ადგილზე რამდენჯერმე დაიძაბა ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც. 

 

მსგავსი სიახლეები