დაპირისპირება სკამის გამო და პრეზიდენტის დემარში - რას ამბობს ოპოზიცია
დაპირისპირება სკამის გამო და პრეზიდენტის დემარში - საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ ამბასადორიალზე პროტოკოლის დარღვევას ადგილი არ ჰქონია და ზურაბიშვილის პრეტენზიები მათთვის მიუღებელია.
ოპოზიცია კი ამბობს, რომ რელურად საქმე პროტოკოლის უხეშ დარღვევასთან და პრეზიდენტის ისტიტუტის მიზანმიმართულ დაკნინებასთან გვაქვს. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ პრემიერს პრეზიდენტის კრიტიკული სიტყვის მოსმენა არ უნდოდა.
"ლელოს" წევრი, სალომე სამადაშვილი, მოუწოდებს პრეზიდენტს, გაასაჯაროვოს ის სიტყვა, რომლითაც მას ქართველი დიპლომატებისთვის უნდა მიემართა, რათა ყველაფერს ნათელი მოეფინოს.
იმ გამოწვევების ფონზე, რაც დღეს ამ ქვეყენას აქვს, უბრალოდ, არასერიოზულია საერთოდ ის, რომ პრეზიდენტს და ხელისუფლებას შორის რაღაც გაუგებრობა იყოს პროტოკოლურ საკითხებში. გამოაქვეყნოს თავისი სიტყვა და ვნახავთ, თუ მას რაიმე მნიშვნელოვანი ჰქონდა სათქმელი, მაშინ შესაძლებელია, ჩვენ ვიფიქროთ, რომ რაღაც გამიზნულ დღის წესრიგს ჰქონდა ადგილი ღარიბაშვილის მხრიდან.
ჩვენ შეფასებების დონეზე გვესმის სხვანაირი განცხადებები, მაგრამ მას არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ჯერ-ჯერობით, რაც მაფიქრებინებს, რომ ის იზიარებს იმ პოზიციას, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ ჩიხში შეჰყავს ამ ქვეყნის ევროპული მომავალი, - ამბობს სამადაშვილი.
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ხატია დეკანოიძე, კი აფიქრობს, რომ პრეზიდენტი ამ დროისათვის ივანიშვილის ინტერესებს აღარ ექვემდებარება და დროა, მან ევროინტეგრაციის გზაზე საკუთარი პოლიტიკა აწარმოოს.
მე არ მგონია, რომ ახლა სალომე ზურაბიშვილის ბიძინა ივანიშვილის ინტერესების ექვემდებარება, ამ წუთში. ის, თუ როგორ ექცევა მას ხელისუფლება და ბოლო პერიოდშიც დავინახეთ ძალიან კარგად, ვფიქრობ, რომ მას აქვს სრული ლეგიტიმაცია, რომ გარკვეულწილად საერთაშორისო მიმართულებით და ევროინტეგრაციის მიმართულებით თავისი საკუთარი პოლიტიკა აწარმოოს, - თქვა დეკანოიძემ.
ოპოზიცია ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს ახლა ხელთ აქვს ბერკეტი, რომლითაც ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულება შეუძლია.