ჯაბა სამუშიამ ივანიშვილს თავისი ერთგულება დაუმტკიცა და გასამრჯელოდ რექტორობა მიიღო - თაზო დათუნაშვილი

27.12.22 11:30
ჯაბა სამუშიამ ივანიშვილს თავისი ერთგულება დაუმტკიცა და გასამრჯელოდ რექტორობა  მიიღო - თაზო დათუნაშვილი

"ლელოს" წევრი, თაზო დათუნაშვილი "ტვ პირველთან" ამბობს, რომ ჯაბა სამუშიას ბიძინა ივანიშვილის ერთგულება დაუფასდა. 

მან თსუ-ში მიმდინარე ერთკაციან არჩევნებს "სამარცხვინო მასკარადი" უწოდა. 

ჯაბა სამუშიამ ივანიშვილს თავისი ერთგულება დაუმტკიცა "ტვ იმედზე", ყოველ საღამოს, სამარცხვინო გადაცემებში მონაწილეობით და ხოტბის შესხმით დაუმტკიცა. "სისხლიანი 9 წლის" მრავალჯერად გახსენებით, ამ კაცმა ივანიშვილის კარზე საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა და შესაბამისად, იმ სიბინძურეებისთვის, რასაც ის წლებია, სახელისუფლებო არხებზე საუბრობს, გასამსჯელოდ უნივერსიტეტის რექტორად დანიშნეს" - თქვა "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები