კორუფცია, ნეპოტიზმი და კლანის გავლენა სასამართლში - შეიქმნება თუ არა პარლამენტში კიდევ ერთი საგამოძიებო კომისია
კორუფცია, ნეპოტიზმი და კლანის გავლენა სასამართლში -შეიქმნება თუ არა პარლამენტში კიდევ ერთი საგამოძიებო კომისია? სასამართლში არსებულ არაფორმალური მმართველობის ფაქტების გამოძიებას "სტრატეგია აღმაშენებელი" ითხოვს.
ახლა პარტიის წევრები საკანონმდებლო ორგანოში ხმების მობილიზებას იწყებენ. კომისიის შესაქმნელად 50 დეპუტატის ხმაა საჭირო.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, პაატა მანჯგალაძის, თქმით, კლანის ლობისტები „ქართული ოცნებიდან“ ამ იდეის ქილიკს დაიწყებენ.
ჩვენ მარტივი წინადადება გვაქვს ,,ქართულ ოცნებასთან", თუ დარწმუნებულები არიან, რომ სასამართლო სისტემაში არაფერი ხდება, შემოგვიერთდნენ ამ ინიციატივაში, ერთად შევისწავლოთ და მე პირობას ვიძლევი, თუ არ დადასტურდება კლანის არსებობა, თუ არ დადასტურდება კორუფცია, თუ არ დადასტურდება არაფორმალური გავლენები, კლანის არსებობასა და სასამართლო სისტემის მიკერძოებულობაზე საუბარს შევწყვეტ პირადად მე. ისევე როგორც, ჩვენ ვითხოვით 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიას და ხელისუფლების ბრალი რომ არ არის ამ საქმეში, ამაზეც უნდა შექმნან საგამოძიებო კომისია.
მაგრამ „ქართულ ოცნებას“ ეშინია ამ ყველაფრის. აი ნახეთ, კლანის ლობისტები „ქართული ოცნებიდან“ როგორ დაიწყებენ ამ იდეის ქილიკს და ბრძოლას ამ იდეასთან“, - ამბობს პაატა მანჯგალაძე.
"სტრატეგია აღმაშენებლის" იდეას მხარს "ნაციონალური მოძრაობა" და "ლელოც" უჭერს.