ზურაბიშვილი ივანიშვილმა იყიდა და როგორც სათამაშო, რეზიდენციაში დასვა - ნათელაშვილი

27.12.22 11:49
ზურაბიშვილი ივანიშვილმა იყიდა და როგორც სათამაშო, რეზიდენციაში დასვა - ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერს არ სჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელ გაადწყვეტილებას მიიღებს და მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს.

ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ ზურაბიშვილი ივანიშვილმა იყიდა და ამგვარად ოლიგარქი მას მიერ მართავს.

ეს გახლავთ პრეზიდენტი, რომელიც ივანიშვილმა იყიდა და ვითარცა სათამაშო, ისე დასვა პრეზიდენტის რეზიდენციაში. ამდენად, ის არის ძირითადად მართვადი და იშვიათი გამონაკლისი შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ მან ხელი მოაწეროს ამგვარ აქტს, თუ შეექმნა საფრთხე მისი და მისი ოჯახის პირად ბედნიერებას, - ამბობს ნათელაშვილი. 

მსგავსი სიახლეები