ვადაგასული და საკვებად უვარგისი რძის პროდუქტები თბილისში - უმძიმესი ვიდეო

27.12.22 11:55
ვადაგასული და საკვებად უვარგისი რძის პროდუქტები თბილისში - უმძიმესი ვიდეო

ვადაგასული და საკვებად უვარგისი რძის პროდუქტების რეალიზაციის საქმეზე ორი პირი ამხილეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულები რძის პროდუქტების მწარმოებელი ერთ-ერთი კომპანიიდან მიზერულ ფასად ყიდულობდნენ ვადაგასულ და საკვებად უვარგის პროდუქტებს, რომელიც თითქოსდა უნდა გამოეყენებინათ ცხოველთა საკვებად.

ასევე ამოღებულ იქნა, შემდგომი რეალიზაციისათვის განკუთვნილი დაახლოებით ექვსი ტონა ვადაგასული რძის პროდუქტი. აღნიშნული დანაშაული ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 219-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თავისუფლების აღკვეთით, 2 წლამდე ვადით.

 

 

მსგავსი სიახლეები