შადრევანის საქმე მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ 2023 წლის ბიუჯეტს განვიხილავთ - საკრებულოს თავმჯდომარე
საკრებულოში თბილისის მერს, კახა კალაძეს, ელოდებიან - საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, ფაქტობრივად თქვა, რომ სხდომაზე შადრევნის საქმე პრიორიტეტული არ იქნება, რადგან ძირითადი დრო 2023 წლის ბიუჯეტის განხილვას დაეთმობა.
თქვენ გინდათ, რომ ეს სხდომა დაკონცენტრირდეს შადრევანის საქმეზე. რა თქმა უნდა, ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი, მაგრამ ჩვენ ვიხილავთ 2023 წლის ბიუჯეტს, ჩვენ ვისაუბრებთ 2023 წლის ანგარიშზე. კ
ითხვები იქნება უმრავლესობის მხრიდან და აღნიშნული კითხვები იქნება სხვადასხვა მიმართულებით", - ამბობს ტყემალაძე.
კალაძეს საკრებულში ზუსტად 24 საათში ელოდებიან.